LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელა ჰადიდის საყვარელი ქართული ბრენდი – Situationist ცნობილი გამოცემების ფურცლებზე

297

„Harper’s Bazaar“ და „ვოგის“ რუსული გამოცემების ინტერნეტგვერდები დაიპყრო ქართულმა ბრენდმა Situationist, რომელსაც ირაკლი რუსაძე და დავით გიორგაძე ხელმძღვანელობენ. ამ ბრენდს ბოლო პერიოდია, იცნობენ საზღვარგარეთაც. სახელგანთქმულ მოდელს, ბელა ჰადიდს რამდენჯერმე უკვე ეცვა Situationist-ის სხვადასხვა ლუქი.

მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში თბილისში ბრენდის ჩვენება „ბასიანზე“ გაიმართა. Situationist-ის 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციამ განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. ტყავი ნამუშევრებში წამყვანია, ბევრი მთლიანი ლუქი სწორედ ტყავით არის გაკეთებული. მის ცენტრში ძლიერი და დამოუკიდებელი ადამიანები არიან, რომელთაც შეუძლიათ, ასეთი ტიპის სამოსი უპრობლემოდ მოირგონ და ატარონ. გრძელი პალტოები, ფანქარი-ქვედაბოლოები, პიჯაკები, მოკლე კაბები კოლექციის შემადგენელი ნაწილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები