LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელა ჰადიდი „ვოგის“ ფურცლებზე ოდრი ჰეპბერნის იმიჯით და „ბალენსიაგას“ სამოსით (ფოტო)

397
bella

თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა მოდელმა, ბელა ჰადიდმა „ვოგის“ ახალ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ახალი ნომრის გარეკანზე 22 წლის მოდელი „ჟივენშის“ ალისფერ კოქტეილის კაბაში პიზირებს და უზარმაზარი შლაპა ახურავს. ამით მოდელმა ლეგენდარული ოდრი ჰეპბერნის იმიჯი გაიმეორა, ფილმიდან „მხიარული სახე“, რომელიც თავის დროზე ასევე მოხვდა „ვოგის“ გარეკანზე.

„ვოგის“ ფოტოსესიაში ბელა ჰადიდი სხვა ლუქსაც ირგებს. მათ შორის იასამნისფერ ბლუზსა და ელასტიკს „ბალენსიაგას“ კოლექციიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები