LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელა ჰადიდი პოდიუმზე დაეცა (ფოტო)

68

ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ მაიკლ კორსის ჩვენებაზე ინციდენტი მოხდა. პოპულარული მოდელი, ბელა ჰადიდი პოდიუმზე დაეცა. 20 წლის მოდელმა მაღალქუსლიან ფეხსაცმელში წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და პოდიუმზე დავარდა. უცნაური ის ფაქტია, რომ არც ერთი სტუმარი არ ადგა მის დასახმარებლად და ახლაგაზრდა მოდელმა თავადვე მოახრეხა წამოდგომა. ფოტოებიდნაც ჩანს, რომ მაყურებელი გულგრილად ადევნებდა თვალს ჰადიდის დაცემას, ზოგიერთები კი ამ ფაქტის ფოტოგადაღებით იყვნენ დაკავებულნი.

ინციდენტმა ჰადიდის განწყობაზე ვერ იმოქმედა. 20 წლის ლამაზმანი უღიმოდა დამსწრე საზოგადოებას და წამოდგომის შემდეგ გააგრძელა მაიკლ კორსის ულამაზესი კოლექციის დემონსტრირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები