პორტალ Models.com-ის ცნობით, ბელა ჰადიდი და კენდალ ჯენერი წლის მოდელებად დასახელდნენ. აღსანიშნავია, რომ ჰადიდმა ხმის მიცემით გაიმარჯვა, ჯენერი კი მკითხველებმა აირჩიეს.
„საუკეთესო მანეკენად“ ჯორდან ბარეტი და ფრანცისკო ლაჩოვსკი დასახელდნენ. „სოციალური ქსელების ვარსკვლავებად“ ჯიჯი ჰადიდი და ემილი რატაჟკოვსკი ქალებს შორის, ხოლო ჯორდან ბარეტი და ლაკი ბლუ სმიტი მამაკაცებს შორის აღიარეს.
კატეგორიაში „ცნობილი მოდელი“ უილოუ სმიტმა და კარა დელევინმა ქალების, ხოლო ჯეიდენ სმიტმა და ჯარედ ლეტომ მამაკაცების კატეგორიაში გაიმარჯვეს.