LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელა და ჯიჯი ჰადიდებმა დედის დაბადების დღე ერთად აღნიშნეს (ფოტო)

384

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელები, ბელა და ჯიჯი ჰადიდები წვეულებებზე ყოველთვის ერთად ჩნდებიან. ამჯერად პოპულარული მოდელები დედის, იოლანდას დაბადების დღეზე გამოჩნდნენ. გოგონები ნიუ-იორკის ერთ-ერთი რესტორნის შესასვლელთან ხელჩაკიდებულები მივდნენ, სადაც მათ უამრავი გულშემატკივარი დახვდა. ბელა ბორდოსფერ ტყავის პლაშსა და თეთრ ჩექმებში იყო გამოწყობილი, ხოლო ჯიჯიმ არჩევანი ყვავილებით დაპრინტულ კლასიკურ ბლუზონსა და შავ შარვალზე გააკეთა. შვილებზე არანაკლებ ელეგანტური და დახვეწილი იყო იოლანდა ჰადიდიც, რომელმაც 54 წლის იუბილე აღნიშნა.

ტელევარსკვლავი და ყოფილი მოდელი, იოლანდა ჰადიდი შავი ფერის კოქტეილის კაბაში პიზირებდა ფოტოგრაფებთან.

 

http://www.dailymail.co.uk/tvshowbiz/article-5261329/Gigi-Bella-Hadid-hold-hands-NYC.html

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები