კომპანიამ “ბეკო” 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს საოჯახო ტექნიკა გადასცა.
“ამ ამბავმა მთელი ქვეყანა დაამწუხრა. ბუნებრივია ამ ტრაგედიით გამოწვეული დანაკარგის შემსუბუქება შეუძლებელია, თუმცა გვინდა, ჩვენი მცირედი თანადგომა ვაგრძნობინოთ დაღუპულთა ოჯახებს, ასეთ დროს უაღრესად მნიშვნელოვანია გაერთიანება და ერთმანეთის მხარდაჭერა, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს“,- აცხადებენ “ბეკოში”.
ცნობისთვის, ბრენდი „ბეკო“ არის კორპორაცია Koc Holding-ის შემადგენელი ნაწილი. ბეკოს პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე იყიდება 1990 წლიდან. კომპანია აწარმოებს, როგორც მსხვილი, ასევე წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის სრულ სპექტრს და შედის ევროპის საყოფაცხოვრებო ტექნიკის უმსხვილეს მწარმოებელთა ხუთეულში. „ბეკო“–ს ბრენდმა მალე მიაღწია წარმატებას საქართველოს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე, რაც განაპირობა კომპანიის მიერ დასახულმა სწორმა სტრატეგიამ და პრიორიტეტებმა, როგორებიცაა: საუკეთესო ფასები, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, შეძენილი პროდუქტის ადგილზე უფასოდ მიტანა და მონტაჟი, ტექნიკურად აღჭურვილი და გამართული სერვისცენტრი, გარანტია და გარანტიის შემდგომი მომსახურება, თითოეული მომხმარებლის მიმართ გულისხმიერი დამოკიდებულება და მათი ლოიალურობის გაზრდაზე მუდმივი ზრუნვა.