ლიბანში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა, დაშავებულია 4 000-ზე მეტი ადამიანი. ამ დრომზე დაკარგულად ითვლება რამდენიმე. ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერსი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა.
ლიბანის პრეზიდენტის განცხადებით, აფეთქება 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რომელიც საწყობში ექვსი წლის განმავლობაში უყურადღებოდ ინახებოდა.
ლიბანის პრეზიდენტმა ქვეყანაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა დააწესა.