LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბედნიერი ვართ, რომ ასეთი სერიოზული ძალა შემოგვემატა” – სალომე სამადაშვილი „ლელოს“ შეუერთდა

95
BeFunky-collage (3)

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი პარტიას – “ლელო საქართველოსთვის” შეუერთდა. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, სალომე სამადაშვილი პარტიის პოლიტიკურ მდივნად დაინიშნა.

“გუშინ, პოლიტსაბჭომ დაამტკიცა ჩვენი ახალი წევრის, სალომე სამადაშვილის შემოერთება პარტიაში. ასევე, ჩემი წარდგინებით, სალომე სამადაშვილი დანიშნულ იქნა ჩვენი პარტიის პოლიტიკურ მდივნად, რაც ასევე, დაამტკიცა პოლიტსაბჭომ.

მგონი, სალომე სამადაშვილს დიდი წარდგენა არ სჭირდება, ყველა იცნობს მას, მისი პოზიციის, პოლიტიკური მოღვაწეობის, დიპლომატიური კარიერიდან გამომდინარე. ბედნიერები ვართ, რომ ასეთი სერიოზული ძალა შემოემატა “ლელოს”. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს ყველა პროდასავლური ძალის გაერთიანება, ყველა ძალის შეკრება საქართველოში, რადგან არის გამოწვევები, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს, ასევე ჩვენს მოძმე ქვეყანა უკრაინას. რაც რეგიონში ხდება, ამას საქართველო მომზადებული და გაძლიერებული უნდა დახვდეს. პირველ რიგში, გაძლიერებაში ვგულისხმობ ყველა იმ ძალის გაერთიანებას, რომელიც ფიქრობს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე და იმაზე, როგორ გადავლახოთ სირთულეები და გავიყვანოთ საქართველო გამარჯვების გზაზე”, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც სალომე სამადაშვილმა “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა, პარლამენტში ის ფრაქციის “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები