LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბედნიერი და უდარდელი – 65 წლის ტომ ჰენკსის მხიარული „ფოტო-ისტორია“ წითელ ხალიჩაზე

281
page

როგორც ცნობილია, „კანის 75-ე კინოფესტივალზე“ ელვის პრესლის ბიოგრაფიული ფილმის, „ელვისის“ პრემიერა შედგა. წითელ ხალიჩაზე ტომ ჰენკსი გამოჩნდა, რომელიც ფილმში როკ-ენ-როლის მეფის, ელვისის მენეჯერის როლს ასრულებს.

65 წლის მსახიობი ბრწყინვალე ფორმაში იყო და კარგ ხასიათსაც არ უჩიოდა. მას ნაცრისფერი კოსტიუმი და თეთრი პერანგი ეცვა. ჰენკსი შანსს არ უშვებდა ხელიდან, კამერებს დასდევდა, ბევრს იცინოდა, ღიღინებდა და სახალისო მიმიკებს იღებდა. შედეგად, „კანის“ 2022 წლის ფესტივალს მსახიობის საოცრად სახალისო „ფოტო-ისტორია“ შემორჩა.

ფოტო: 33 წელი ერთად – ტომ ჰენკსი და რიტა უილსონი პაემანზე მიემართებიან

ფოტო: როდესაც საქმროზე მეტად ტომ ჰენკსის დანახვა გახარებს – მსახიობმა პატარძალს სიურპრიზი მოუწყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები