თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ამერიკისა და მექსიკის საზღვრიდან ფოტოს აზიარებს და წერს, რომ მექსიკის უდაბნოში სამი დღის განმავლობაში იარა.
„სამი დღე ვიარე მექსიკის უდაბნოში და მივადექი ამერიკის საზღვარს. არა, ბედნიერების საძებნელად არ მივდივარ, კონფერენციაზე ვარ მიწვეული და მირჩიეს მექსიკიდან უფრო მალე ჩახვალ, ვიდრე საკონსულოს გავლითო.“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.