Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ბედნიერების რეცეპტი – გაუგზავნე პოზიტიური მესიჯი სამყაროს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბედნიერების რეცეპტი – გაუგზავნე პოზიტიური მესიჯი სამყაროს

321
morepozitiv

ჩვენ გიჟური რიტმით ვცხოვრობთ. ჩვენი ცხოვრება კი პასუხისმგებლობათა უწყვეტი ჯაჭვია – სკოლა, უნივერსიტეტი, სამსახური, ოჯახი.. დასვენებისთვის ცოტა დრო რჩება. თუმცა, ყველაზე ცუდი მაინც ის არის, რომ მიღებული სტრესის გამო ადამიანების უმეტესობა ნეგატიურად აზროვნებს და დადებით ემოციებს დროს ვეღარ უთმობს. გზა ბედნიერებისკენ კი სწორედ აქედან იწყება – პოზიტიურად აზროვნებიდან…

როგორ ვიფიქროთ პოზიტიურად?

არაერთი კვლევით დადგენილია, რომ იუმორის გრძნობის მქონე, მხიარული ადამიანები გარკვეული თვისებებით ხასიათდებიან, რაც მათ აძლევს სხვებზე ბედნიერად ცხოვრების საშუალებას. სწორედ ეს არის პოზიტიური აზროვნების ძალა. საბედნიეროდ ამის სწავლა შესაძლებელია. კონცენტრირდით დადებით მოვლენებზე თქვენს გარშემო, ეცადეთ კარგზე იფიქროთ… მიბაძეთ მხიარულ ადამიანებს, ხშირად ეკონტაქტეთ მათ და ნელ-ნელა შენიშნავთ, რომ თქვენს გარშემო ყველაფერი დადებითად იცვლება…

დაინახეთ ყველაფერი კარგი თქვენს გარშემო, იყავით საკუთარ თავში დარწმუნებული და დაისახეთ მიზნები, შემდეგ კი იფიქრეთ, თუ როგორ მიაღწიოთ მათ. ეცადეთ დაინახოთ ყველაფერი კარგი, რაც თქვენს გარშემო ხდება.  თითოეული მარცხი და იმედგაცრუება თქვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს, საიდანაც რაიმე ახალს ისწავლით, ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელი ჩაიქნიოთ და დანებდეთ.

აირჩიეთ იყოთ ბედნიერი…

  • იფიქრეთ იმაზე, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა და არა ნახევრად ცარიელი. იყავით ოპტიმისტი. კონცენტრირდით იმაზე, რაც გაქვთ და არა იმაზე, რაც გაკლიათ.
  • ისიამოვნეთ სიურპრიზებით მაშინაც კი, თუ ეს ის არ იყო, რასაც გეგმავდით.
  • იყავით სხვების მოტივატორი, ეს თქვენზეც კარგად აისახება.
  • გაიხარეთ სხვისი წარმატებით და კეთილდღეობით. ხშირად გაიღიმეთ, ნებისმიერი წარუმატებლობისას კი გახსოვდეთ, რომ ესეც გაივლის და ყველაფერი კარგად იქნება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები