LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბეჟაშვილი: ოპოზიცია მხარს უჭერს სახალხო დამცველობის ორ კანდიდატს, ანა აბაშიძეს და გიორგი ბურჯანაძეს, არსებობს სივრცე, რომ შეთანხმება მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, საკითხი ჩავარდეს

147
Untitled design (3)

საპარლამენტო ოპოზიცია სახალხო დამცველობის კანდიდატებთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლას რა აპირებს და აცხადებს, რომ მხარს კვლავ ორ კანდიდატს – ანა აბაშიძეს და გიორგი ბურჯანაძეს უჭერს.

დეკანოიძე: მმართველ გუნდთან სახალხო დამცველის კანდიდატურაზე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდა

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, არსებობს სივრცე, რომ უმრავლესობასთან სწორედ ამ ორ კანდიდატზე მოხდეს შეთანხმება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შესაძლოა, საკითხი ჩავარდეს.

მდინარაძე სახალხო დამცველის არჩევაზე – გვრჩება იმედი, რომ ოპოზიციაში მოვლენები კიდევ ერთხელ გადააფასონ, არსებობს პროცესის ჩავარდნის საფრთხე

„სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით მოლოდინი სულ უფრო და უფრო მცირეა. რამდენიმე კონსულტაცია გაიმართა, მაგრამ ეს კონსულტაცია ფორმალურად ჩატარდა, შინაარსობრივად საკითხი განხილული და გადაწყვეტილი სამწუხაროდ არ არის.

ყოველ შემთხვევაში, „ქართულმა ოცნებამ“ მაინც უნდა დაიცვას საკუთარი პირობა, როდესაც თქვეს, რომ ისინი მხარს არ დაუჭერდნენ საკუთარ კანდიდატურას და დაუჭერდნენ იმ კანდიდატს, რომელიც ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან იქნებოდა წარმოდგენილი.

ამიტომ, ეს ფაქტი უკვე შემდგარია. საპარლამენტო ოპოზიცია ერთიანად მხარს უჭერს კანდიდატებს, ანა აბაშიძეს და გიორგი ბურჯანაძეს. შესაბამისად, კიდევ არსებობს სივრცე და რესურსი, რომ შეთანხმება ამ ორ კანდიდატთან დაკავშირებით მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, შესაძლებელია, საკითხი ჩავარდეს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

აღნიშნულ საკითხს ეხმიანებიან მმართველ გუნდშიც. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, „ოპოზიცია საკუთარი განცხადების მძევალი გახდა ან პოზიციის რომელიც თავიდანვე ულტიმატუმის სახით შეიმუშავეს და ამ პირობას ბოლომდე ფეხს არ უცვლიან“.

„გაიხსნეთ, რა პირობა შესთავაზა ხელისუფლებამ ოპოზიციას. გახსოვთ, მაშინ ვთქვით, რომ წარმოედგინათ შვიდი კანდიდატი, რომელიც მხარდაჭერილი უნდა ყოფილიყო, მათ შორის, ოპოზიციის მხრიდან და შექმნილიყო 90 ხმა.

ეს პირობა ოპოზიციამ არ შეასრულა, ჩვენი განცხადებიდან მისთვის სასურველი ნაწილების ამოკენკვა დაიწყო. თქვეს, წარმოადგინეთ კანდიდატურა და ვისაც წარმოადგენთ დავეთანხმებითო, ასეთი რამ ხელისუფლებას არასდროს უთქვამს. ჩვენ ვთქვით, 7 კანდიდატურა წარმოადგინეთო. ამ შემთხვევაში მზად ვართ, რომ იქიდან შევარჩიოთ ერთი.

ოპოზიცია საკუთარი განცხადების მძევალი გახდა, ან პოზიციის, რომელიც თავიდანვე ულტიმატუმის სახით შეიმუშავეს და ამ პირობას ბოლომდე ფეხს არ უცვლიან. უნდათ ხელისუფლება მოაქციონ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მას არჩევანის შესაძლებლობას არ დაუთმობენ.

ჩვენი ამოცანა უნდა იყოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე არა ოპოზიციისგან მართული ადამიანის არჩევა, არამედ დამოუკიდებელი კანდიდატის. დამოუკიდებელი არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, არამედ უკლებლივ ყველასგან.

დამოუკიდებლობა აუცილებელია არა იმისთვის, რომ ხელისუფლებისგან იყოს დამოუკიდებელი, არამედ ნებისმიერი ზეგავლენისგან. სახალხო დამცველი 6 წლით აირჩევა და ხელისუფლების ცვლილების კვალდაკვალ, მისი პოზიციები და დამოუკიდებლობის ხარისხი არ უნდა იცვლებოდეს. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი კანდიდატი და არა ოპოზიციის მხარეს მიკერძოებული“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები