LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბეჟაშვილი: დასავლელი პარტნიორები, საქართველოს რუსეთის ორბიტაზე მოიაზრებს – საქართველოს მოხსენიება ბელორუსთან ერთად ხდება! ეს განგაშის საფუძველია

130
ლევან ბეჟაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, საქართველო პრაქტიკულად არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში, ქმედითი და არსებითი სოლიდარობა გამოუცხადოს.

„ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება, გამხდარიყო NATO-ს წევრი – ჩვენ ვხედავთ შედეგებს“ – პრემიერი კითხვაზე, რატომ დაიწყო რუსეთმა ომი

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სამწუხარო რეალობას.

„დღეს ჩვენი დასავლელი პარტნიორები, უკრაინა, საქართველოს რუსეთის ფედერაციის ორბიტაზე მოიაზრებს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

პრემიერი: ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა და ქვეყანა გაერთიანებისკენ მიგვყავს 

მისივე თქმით, რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენა, საზღვაო გზების გახსნა, უვიზო რეჟიმის ამოქმედება რუსეთის ფედერაციას აძლევს ხელს, რომ საქართველოს დახმარებით სანქციებს გვერდი აუაროს.

„ეს ყველაფერი აღშფოთების საფუძველს იძლევა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ზელენსკი: რუსეთის მოსაზღვრე ყველა ევროპულ ქვეყანას საშუალება უნდა ჰქონდეს, გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი

„ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში და რა ხდება საქართველოში, როგორ ჩაითრიეს ეს ქვეყნები სხვადასხვა გზით უკანონობაში“

საქართველოს მოხსენიება ბელორუსთან ერთად ხდება! მაშინ, როცა მთელი სამყარო უკრაინისადმი სოლიდარობით არის დაკავებული და მას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში ეხმარება, ამ ვითარებაში საქართველო რუსეთის ფედერაციის ინტერესებს გამოხატავს.

ბუნებრივია, ეს განგაშის საფუძველს უნდა იძლეოდეს როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით“. – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

„ვითომ პირველად თქვა ბატონმა ირაკლიმ.. ბატონი ზელენსკიც იძახდა, ნატოს გულიზე ომს დავიწყებთო“ – შს მინისტრი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები