ჩვენს სარწმუნოებაში მიაჩნიათ, რომ დაბადებისას ადამიანი მფარველ ანგელოზს იღებს, რომელიც სირთულეების დროს იცავს.
ნუმეროლოგები ამტკიცებენ, რომ დაბადების თარიღიდან გამომდინარე, შესაძლოა გარკვეული ინფორმაციის მიღება საკუთარ ანგელოზზე. მაგალითად, თუ თქვენ დაიბადეთ 10, 20 ან 30 რიცხვში, მაშინ თქვენ ცეცხლოვანი ანგელოზი გიცავთ.
სპეციალისტების თქმით, მას გააჩნია ძალა, სიმამაცე და ყველაზე რისკიან სიტუაციებში ეხმარება თავის რჩეულს. მის მიერ დაცული ადამიანი იღბლიანია და ბედის ნებიერი.