ბრიტანელი ბიზნესმენი ლონდონის ნაცვლად შემთხვევით ლას-ვეგასში გაფრინდა. “დეილი მეილის“ ინფორმაციით, 29 წლის სემუელ იანკოვსკი გერმანიის ქალაქ კიოლნში ოფიციალურ შეხვედრაზე იმყოფებოდა და შინ უნდა დაბრუნებულიყო. თუმცა, ფინანსურ ბროკერს ლაინერი შეეშალა და სრულიად სხვა მიმართულებით გაფრინდა. რაც ყველაზე საინტერესოა, სემუელის ბილეთი ბორტზე ასვლამდე 3-ჯერ მაინც შეამოწმეს და შეცდომა მაინც ვერ შეამჩნიეს. ამის შემდეგ მამაკაცს ღრმად ჩაეძინა და როცა გაეღვიძა, აღმოაჩინა, რომ დიდ ბრიტანეთს დიდი ხნის წინ გაცდენილიყო და აშშ-ს მიმართულებით მიფრინავდა.
ბიზნესმენმა უკან დაბრუნება ითხოვა, თუმცა ბუნებრივია, მის გამო ხომალდი არ გაუჩერებიათ და ის ინგლისში მეორე დღეს, სხვა რეისით გაუშვეს.