LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბებიები და ბაბუები არ კვდებიან, ისინი ჩვენს გულში და მოგონებებში ცოცხლობენ

1582
1546969770-1389-river

ბებიები და ბაბუები არ კვდებიან, ისინი ჩვენს გულში და მოგონებებში ცოცხლობენ. გახსოვდეთ ეს გლოვის წუთებში. რასაკვირველია, ჩვენ გვენატრება მათი ხმა, სიყვარული და მზრუნველობა. სტატიას realpositiveexperience აქვეყნებს.

ბებიები და ბაბუები ხედავენ ჩვენს ცხოვრებას დასაწყისიდანვე, ისინი ჩვენი ცხოვრების ნაწილი არიან დაბადებიდან, ხედავენ როგორ ვიზრდებით და ჩვენს მიერ მათი აღსასრულის ხილვაც კანონზომიერია.

მიუხედავად ამისა, ჩვენ გვიჭირს მათ დაკარგვასთან შეგუება, რადგან ბებიებს და ბაბუებს შვილიშვილებთან განსაკუთრებული კავშირი აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ მცირე ასაკში რომელიმე მათგანის დაკარგვის მნიშვნელობა ბავშვებს ნაკლებად ესმით და დანაკარგსაც ნაკლებად აცნობიერებენ, მშობლებმა მაინც უნდა აუხსნან მცირეწლოვან შვილებს, რა მოხდა. მათ სიმართლე უნდა თქვან, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ეს.

აუხსენით შვილებს, რომ სიკვდილი ტაბუ არ არის. ისაუბრეთ მასზე თავისუფლად, აუხსენით შვილებს, რომ ბებია და ბაბუა ცოცხლობენ იქამდე, სანამ ცოცხლობენ მოგონებები მათ შესახებ. ისინი ჩვენთან არიან იქამდე, სანამ გვახსოვს მათი მოყოლილი ზღაპრები, მათი სიბრძნე და მზრუნველობა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათ ვეღარ ვნახავთ.

მიუხედავად გარდაცვალებისა, გახსოვდეთ და გიყვარდეთ ისინი და ეს იქნება საუკეთესო გზა, პატივი მიაგოთ ბებიების და ბაბუების ხსოვნას…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები