რამდენიმე კვირის წინ, ბრიუს უილისისა და დემი მურის ქალიშვილი, რუმერი დედა პირველად გახდა. 34 წლის რუმერმა ახალშობილის ფოტო „ინსტაგრამზე“ უკვე გაავრცელა.
„ეს ნამდვილი სასწაულია“ – ბრიუს უილისი და დემი მური ბებია-ბაბუა პირველად გახდნენ
ახლა კი ფოტო „ახლად გამომცხვარმა“ ბებიამ, დემი მურმა გამოაქვეყნა. უმშვენიერესი დემი აუზთან, საცურაო კოსტიუმში შვილიშვილით ხელში პოზირებს.
„სიცოცხლის ციკლი, დედის დღეს გილოცავთ“, – წერს მური, რომელიც იდეალურად გამოიყურება.
„ბებია ბებიას აღარ ჰგავს“, „საოცარ ფორმაშია“, „ყველაზე მშვენიერი ბებია“, – წერენ აღფრთოვანებული გულშემატკივრები.
დემი მურისა და ბრიუს უილისის ორსულმა ქალიშვილმა დედის საკულტო ფოტოსესია გააცოცხლა