LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BBC ზელენსკის მარშრუტზე: რა გზით ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონში და რომელ ქვეყანაში აიყვანა ის აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავმა

156
Untitled design (1)

უკრაინის პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტი, გასული დღეების მსოფლიოს მთავარ პოლიტიკურ მოვლენად იქცა.

როგორ დახვდა ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის პრეზიდენტი და კონგრესი – ორი დღის განმავლობაში საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში სწორედ ეს კადრებია.

ამასთან BBC წერს, თუ რა გზით ჩავიდა ვაშინგტონში.

როგორც მედიასაშუალება წერს, ის საგანგებო ზომები, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის აშშ-ის დედაქალაქში უსაფრთხო გადაყვანისთვის მიიღეს, იმის ნიშანია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა.

„სამშაბათს, აღმოსავლეთ უკრაინაში ფრონტის ხაზის მონახულების შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკის მოგზაურობა ვაშინგტონში დაიწყო პოლონეთის ღამის მატარებლით, მანამდე, სანამ აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავში ჩაჯდებოდა. გავრცელებული ცნობით, ეს თვითმფრინავი ნატოს სადაზვერვო თვითმფრინავისა და F-15 გამანადგურებლის თანხლებით იყო.

აღნიშნული ვიზიტი თვეების განმავლობაში განიხილებოდა, მაგრამ საბოლოო სამზადისი სწრაფად განხორციელდა.

გასაკვირი არ არის, რომ მოგზაურობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, პრეზიდენტის ვიზიტების დროს უსაფრთხოება მშვიდობის დროსაც დაცულია, ომის დროს კი ლიდერებისთვის რისკები უფრო დიდია.

ზელენსკი, როგორც ჩანს, ფარული მატარებლით გაემგზავრა უკრაინის გავლით პოლონეთში, ის ოთხშაბათს დილით სასაზღვრო ქალაქ პჟემისლში რკინიგზის სადგურზე ნახეს. პოლონური ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩანს მისი გარემოცვა, მათ შორის ბატონი ზელენსკი“, – წერს BBC.

ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის “წლის ადამიანი” უწოდა

“ჩვენთვის პატივია თქვენს გვერდით ვიყოთ პუტინის სასტიკ ომში…აშშ მხარს უჭერს უკრაინის მამაც ხალხს” – ბაიდენი ზელენსკის

ბაიდენი ზელენსკის: ვიმედოვნებ კარგი ფრენა გაქვს, ვოლოდიმირ, სიხარულით გელით, ბევრი რამ გვაქვს განსახილველი

შინ კარგი ამბებით ვბრუნდები… ბაიდენმა გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ – Patriot-ის სარაკეტო კომპლექსი მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს საჰაერო თავდაცვას

დიმიტრი პესკოვი: ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტი უკრაინას კარგს არაფერს მოუტანს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები