LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BBC თბილისის ზოოპარკში მცხოვრებ სპილოს ახალ სერიალში გადაიღებს

101

თბილისის ზოოპარკის ბინადარ სპილო გრანდს 31 ოქტომბერს ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციიდან (BBC) ეწვევიან და ახალ დოკუმენტურ სერიალ Big Animal Surgery-ში (დიდი ცხოველის ოპერაცია) გადაიღებენ.

ამის შესახებ თბილისის ზოოპარკი ფეისბუქზე წერს:

“31 ოქტომბერს ჩვენი სპილო BBC-ის სერიალის მთავარი გმირიც გახდება. BBC ცხოველების მოყვარულებს მორიგ სიურპრიზს სთავაზობს და ახალ სერიალს იღებს, სახელწოდებით Big Animal Surgery – “დიდი ცხოველების ოპერაციები”. თითოეულ ეპიზოდში თითო ცხოველის ამბავს გვიამბობენ და გვიჩვენებენ, როგორ ატარებენ გამოცდილი ვეტექიმები უნიკალურ ოპერაციებს ცხოველების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად”.

სერიალში ერთი ეპიზოდი მთლიანად გრანდს მიეძღვნება. სპილომ 2014 წელს ოპერაცია გადაიტანა, როდესაც მოტეხილი ეშვი ამოუღეს. სერიალის ახალ ეპიზოდში მისი მეორე ეშვის ოპერაციას გადაიღებენ.

“BBC, ველურ ბუნებაზე გადაღებული საოცარი დოკუმენტური სერიალების შემქმნელი, თბილისის ზოოპარკის სპილოს მთელ მსოფლიოს გააცნობს!” – ვკითხულობთ პოსტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები