ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს შეხვედრის გაგრძელება დღეს თავშესაფარში მოუწიათ, რადგან სწორედ მაშინ, როცა მიშელი და შმიგალი ოდესაში შეხვედრას მართავდნენ, სარაკეტო იერიში განხორციელდა.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ევროკავშირის ოფიციალური პირის თქმით, უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, დენის შმიგალთან შეხვედრისას, „მონაწილეები იძულებული გახდნენ. შეხვედრა შეეწყვიტათ, რათა თავი შეეფარებინათ, რადგან რეგიონზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა“.
შეგახსენებთ, რომ მიშელი დღეს ოფიციალური ვიზიტით ოდესაში ჩავიდა. მიშელმა ვიზიტის შესახებ ინფორმაცია Twitter-ზე გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ევროპის დღეს ევროპულ ქალაქში ჩავიდა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა უკრაინელებს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
„მე ჩამოვედი ევროპის დღის აღსანიშნავად ოდესაში, ქალაქში, სადაც პუშკინმა თქვა, რომ „შენ შეგიძლია იგრძნო ევროპა“. და სადაც დღეს უკრაინელი ხალხი იცავს თავის ძეგლებს ტყვიებისა და რაკეტებისგან, თავისუფლებას რუსული აგრესიისგან. შენ მარტო არ ხარ. ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას.“ – წერს შარლ მიშელი.