გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში სულ 1 500-მდე ძეგლი დგას. BBC-ის ინფორმაციით, მათგან ქალის 50-ია, ხოლო ცხოველის 100.
ამასთან, 50 ქანდაკებიდან 47 თეთრკანიან ქალებს ეძღვნება, რაც ასევე ძალიან ცუდი სტატისტიკაა.
ქალაქის მერიამ განაცხადა, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად და ახალი ქანდაკებების შესაქმნელად ბიუჯეტში 1 მილიონ ფუნტს გამოყოფენ. თანამედროვე ხელოვანებს სრულად ახალ სკულპტურებს შეუკვეთავენ, ისტორიული გმირების სიას კი მოსახლეობასთან შეთანხმებით შეადგენენ.