სიმსუქნის შემთხვევების რაოდენობის ზრდა, შესაძლოა, საშვილოსნოს კიბოს შემთხვევების ზრდასთან იყოს კავშირში, „ბიბისის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ბრიტანული არაკომერციული ორგანიზაციის Cancer Research UK-ის კვლევაშია ნათქვამი.
შედეგების მიხედვით, 1990-იან წლებში დიდ ბრიტანეთში ყოველ 100 ათასი ქალიდან 19-ს საშვილოსნოს კიბოს დიაგნოზს უსვამდნენ. 2013 წელს ამ დაავადებით უკვე ყოველ 100 ათას ქალზე 23 ავადდებოდა.
მკვლევარები აღიარებენ, რომ ზუსტად არ შეუძლიათ თქმა, როგორ შეიძლება ჭარბმა წონამ გამოიწვიოს სიმსივნე, თუმცა, მათი თქმით, შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს ჰორმონებს, რომელიც ჭარბი წონისას გამომუშავდება.
მეცნიერების თქმით, აუცილებელია დამატებითი კვლევების ჩატარება.
„ჩვენ ჯერ არ ვიცით ყველა მიზეზი, მაგრამ დარწმუნებნით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემთხვევების მესამედი დაკავშირებულია სიმსუქნესთან. ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ ჭარბწონიანების რაოდენობის ზრდის ფონზე საშვილოსნოს კიბოს რაოდენობაც იზრდება,“ – ამბობს Cancer Research UK-ის თანამშრომელი, პროფესორი ჯონათან ლედერმანი.