LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბაზისბანკმა” ბათუმში განახლებული სერვისცენტრი გახსნა

77

„ბაზისბანკში” სერვისცენტრების განახლება გრძელდება. ამჯერად სარემონტო სამუშაოები დასრულდა ბათუმში, რუსთაველის ქ. 41ში. განახლებულ სერვისცენტრში მომხმარებელს ტრადიციულად სრული საბანკო მომსახურების მიღების საშუალება აქვს, კიდევ უფრო კომფორტულად და სწრაფად.

სერვისცენტრში აღდგა მუშაობის ჩვეული გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი 10:00–18:00, შაბათი 10:00–14:30.

შეგახსენებთ, რომ ბანკი ბათუმში სამი სერვისცენტრით არის წარმოდგენილი. „ბაზისბანკი” მუდმივად განახლებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. წლის ბოლომდე დაგეგმილია არსებული სერვისცენტრების განახლება. ბანკი აქტიურად განაგრძობს დედაქალაქსა და რეგიონებში გაფართოებას სერვისცენტრების კარგად გამართული ქსელით, მომხმარებლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები