„ბაზისბანკი“, პირველი ქართულ საბანკო ბაზარზე, UnionPay-ს საერთაშორისო ბარათის მფლობელებს საშუალებას აძლევს, ბანკის პარტნიორ ობიექტებში გადახდები განახორციელონ QR კოდით, მარტივად მობილური აპლიკაციის მეშვეობით.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ბოლოს „ბაზისბანკსა“ და UnionPay International-ს შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმება ბიზნესის გაფართოების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ „ბაზისბანკი“ არის ერთადერთი ბანკი ქართულ ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს UnionPay–ს პრემიუმ კლასის DIAMOND ბარათს.
დღეის მდგომარეობით, UnionPay ს ბარათები მიიღება 170-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონში, 51 მლნ-ზე მეტ სავაჭრო წერტილში და 2,57 მლნ-ზე მეტ ბანკომატში. მთელ მსოფლიოში შვიდ მილიარდზე მეტი ბარათია გამოშვებული.