LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაზარზე Volkswagen Passat-ის მორიგი მოდიფიკაცია გამოჩნდა

18

Volkswagen-ის ამერიკულმა წარმომადგენლობამ ცნობილი სედანის, Passat-ის მორიგი მოდიფიკაცია წარმოადგინა. გაძლიერებული მოდელი ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე გაიყიდება. პროტოტიპის სახელია Passat GT და მოდელი ლოს-ანჯელესის მოტორშოუზე გამოჩნდება.

კონცეპტქარი დაკომპლექტდა 3.6 ლიტრიანი ბენზინის გამწევით VR6-ით, რომელიც 283 ცხენის ძალის სიმძლავრისაა. ძრავი ექვსსიჩქარიან რობოტიზებული გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. დამატებითი ტექნიკური მახასიათებლები Passat GT  ჯერჯერობით არ დასახელებულა.

Passat-ის ამერიკული მოდიფიკაცია ამ ეტაპზე 22.440 აშშ დოლარი ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები