LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაზარზე „რაჭული ჩირუკას“ ბრენდით ტყლაპები გამოჩნდება

145
117645980-1930427157093404-3627117630391081054-n

ქართული საკონსერვო კომპანია „კულა“ სექტემბერში ტყლაპის წარმოებას დაიწყებს, რომელიც „რაჭული ჩირუკას“ ბრენდით  გაიყიდება. როგორც „კულას“ დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, წლის ბოლომდე დაგეგმილია ჩირის წარმოების გაზრდაც.

„ახლა 4 სახეობის – ატმის, კომშის, ქლიავის და მსხლის ჩირს ვაწარმოებთ, დაემატება კიდევ 2 სახეობა“, – ამბობს გოგლიძე.

ცნობისთვის, „კულამ“ ჩირის წარმოებისთვის გორში 1300 კვ.მეტრის ფართობზე ახალი საწარმო ააშენა. პროექტში 1.3 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები