LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაზარზე ნატურალური წვენების ახალი ქართული ბრენდი გამოჩნდება

519
fruit-and-juice-main3

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ახალციხეში, ნატურალური წვენის და სიროფის საწარმო აშენდა, რისთვისაც 690 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და 30-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

საწარმოს ასაშენებლად შპს „ბიო ფ.ჯ“-მ ქონების 1 ლარად გადაცემის კომპონენტით ისარგებლა და ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან ახალციხეში, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ არსებული 16 625 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა, ხოლო ფინანსური მხარდაჭერა კომპანიამ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ და გრანტის სახით მიიღო.

პროდუქციის საწარმოებლად შპს „ბიო ფ.ჯ“ წლიურად 1600 ტონა ხილს, კენკროვნებს და ბოსტნეულს ადგილობრივი მოსახლეობისგან შეისყიდის. პროდუქცია გათვლილია როგორც ადგილობრივი, ასევე საექსპორტო ბაზრებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები