LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბაზარზე ფეიკტესტების გამოჩენის საშიშროებაა“ – პაატა იმნაძე

142
44

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით ბაზარზე შესაძლოა, კორონავირუსის ფეიკტესტები გაჩნდეს.

რა ღირს კორონავირუსის ტესტის გაკეთება

კორონავირუსის ტესტი მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფასო, თუ პაციენტს აქვს მკვეთრად გამოხატული სიმპტომები და ინფიცირებულთან კონტაქტის ისტორია.

მისი თქმით, მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის დასადგენილი რამდენიმე ტესტი ელემენტარულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი მადლობელი ვიქნებით კერძო სექტორის, ვინც შეძლებს და შემოიტანს ტესტებს, რომელიც პირველ რიგში ვალიდური იქნება. სამწუხაროდ, მე პირადად უკვე გავეცანი მსოფლიოდან 15 თუ 16 მწარმოებლის ტესტებს, რომელთა უმრავლესობაც ელემენტარულ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს. ჯანდაცვის მინისტრმა უკვე მოგახსენათ, რომ მოლაპარაკებები სამთავრობო დონეზე მიმდინარეობს. როდესაც ქვეყანა გაძლევს რაღაც ტესტს, ამას სხვა გარანტია აქვს, როცა ბაზარზე მოიპოვებ რაღაც ტესტს, მას ძალიან მაღალი რანგის შესწავლა სჭირდება. უკვე არის მსოფლიოში გამოცდილება, როცა ასეთი ფეიკტესტები ვრცელდება, აღმოსავლეთის ბევრი ქვეყანა ამით გამოირჩევა, უცებ მოერგებიან ბაზრის საჭიროებებს. შესაძლოა, ბაზარზე გაჩნდეს ძალიან ბევრი უხარისხო ფეიკტესტი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

"ლიმონი კორონავირუსისგან ვერ დაგვიცავს" - პაატა იმნაძე გავრცელებულ 4 მითს განმარტავს

"სადენზიფექციოდ სპირტის გაუზავებლად გამოყენება არ შეიძლება".

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები