LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაზალეთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო კომპლექსი მოეწყობა

138

„სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ბესტ გრუპს“ საინვესტიციო ვალდებულებით 113 000 ლარად დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაზალეთში მდებარე 1249.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები  საკუთრებაში გადასცა.  უძრავ ქონებაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო კომპლექსი მოეწყობა.

როგორც “ფორტუნას” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, საინვესტიციო პირობების მიხედვით აღნიშნულ ტერიტორიაზე ინვესტორი 10 ნომრიან  სასტუმროს განათავსებს, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ადმინისტრაციული შენობით, საკონფერენციო და ფიტნეს დარბაზებით. ამასთან, შპს „ბესტ გრუპი“ მის საკუთრებაში, ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, არსებულ უძრავ ქონებაზე 14 ნომრიანი სასტუმროს ფუნქციონირების დაწყების ვალდებულებასაც იღებს.

კომპანია ჯამში არანაკლებ 170 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. პროექტი  ხელს შეუწყობს ბაზალეთის ტბის მიმდებარედ  ტურიზმის განვითარებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები