სოციალურ ქსელში ბავშვზე ძალადობის მორიგი ვიდეო ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, კადრები ქუთაისშია გადაღებული. დაპირისპირება გამვლელებსა და ბოშებს შორის მოხდა.
როგორც სოციალურ ქსელში უფლებადამცველი, ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელმა, ანა არგანაშვილმა, დაწერა, აღნიშნულზე სოციალური მომსახურების სააგენტოს უკვე მიმართა.