18 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვთან ერთად მანქანაში მოწევა შოტლანდიაში კანონით ისჯება.
შესაბამისი აკრძალვა ქვეყნის პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. კანონდამრღვევი კი ათასი ფუნტის ოდენობის ჯარიმას გადაიხდის.
შოტლანდიის ჯანდაცვის მინისტრი აილინ კემპბელი განმარტავს, რომ სიგარეტის კვამლი შეიცავს მომწამვლელ ნივთიერებებს, რომელიც განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, რადგან ისინი უფრო ხშირად და მეტ ბოლს შეისუნთქავენ, ვიდრე მოზრდილები.
მინისტრის თქმით, კანონის მიზანი არ არის მწეველების დასჯა, არამედ – მათი ქცევის შეცვლაა.
ორგანიზაციაში Forest, რომელიც მწეველებს აერთიანებს, ამბობენ, რომ კანონი საჭირო არ არის, რადგან ძალიან ცოტა ადამიანი ეწევა ბავშვებთან ერთად.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი საიმონ კლარკი განმარტავს, რომ აღნიშნული კანონი ინგლისსა და უელსში გასულ წელს მიიღეს და 1 წლის მანძილზე მხოლოდ ერთი ადამიანი დააჯარიმეს.