LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბავშვთა სამყაროს” დემონტაჟი ხვალიდან დაიწყება

207

“ბავშვთა სამყაროს” დემონტაჟი ხვალიდან დაიწყება. „ოქროს სამყაროს“ კომერციული დირექტორის ამირან მარიამიძის განცხადებით, ამის შემდეგ მოვაჭრეებს საშუალება ექნებათ შენობის ტერიტორიაზე შევიდნენ და საკუთარი ნივთები მოძებნონ.
ექსპერტების წერილობითი დასკვნა შენობის დემონტაჯთან დაკავშირებით მერიაში ხვალ წარადგენენ.
„თბილისის მერიამ უნდა გასცეს უფლება დაიწყონ შენობის დემონტაჟი. შენობის დემონტაჟი ზუსტად იმ ადგილიდან დაიწყება, სადაც მოვაჭრეების ძვირფასი ნივთებია მიმოფანტული. ამის შემდეგ მოვაჭრეებს შეეძლებათ ეტაპობრივად შესვლა და საკუთარი ძვირფასეულობის მოძებნა“, – განაცხადა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები