LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვთა მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის ინტერპოლით ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს

115

შსს-ს თანამშრომლებმა პარიზის ინტერპოლის მიერ 2017 წლის აგვისტოდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული ტ.ჩ. ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი ედება საფრანგეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 222–22, 222–23, 222–24, 227–22 და 227–23 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ბავშვთა წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, პორნოგრაფიის გავრცელებასა და გაუპატიურებას გულისხმობს.

“ამჟამად, დაკავებული პირის მიმართ, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები ხორციელდება,“  – ნათქვამია უწყების განცხადებაში.