თეატრები და ბავშვთა გასართობი ცენტრები დღეიდან მუშაობას განაახლებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძეის განცხადებით, საბავშვო გასართობი ცენტრებისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური პროტოკოლები შეიმუშავა, სადაც გაწერილია, როგორ უნდა წარიმართოს უსაფრთხოდ იქ არსებული ნებისმიერი აქტივობა.
“თეატრებში პირბადის ტარება ღონისძიების დროს არის სავალდებულო. ბავშთა გასართობ ცენტრებში შესაბამისი დეზინფექცია, სკრინინგი და ასევე ზედა ზღვარი, მიუხედავად კვადრატულობისა, არის დაწესებული და ეს არის არა უმეტეს 40 სტუმრისა, რომელიც თავიდან აგვაცილებს ვირუსის არსებობის შემთხვევაში ფართო მასშტაბიან კლასტერებს”,- განაცხადა ფერაძემ.
მისვე თქმით, ძალიან ბევრმა ობიექტმა გაითავისა ის რეკომენდაციები, რომლებიც მათ მიმართ დადგენილი იყო.