LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვს ვაქცინაცია დაწყებული აქვს, რადგან გაკაწვრის შემდეგ, მშობლებმა შესაბამისი ზომები მიიღეს“ – NCDC-ის ცნობით, გაირკვა მოზარდის ვინაობა, რომელიც ძაღლმა გაკაწრა

314
აცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დადგენილია იმ მოზარდის ვინაობა, რომელიც ძაღლმა გაკაწრა.

ამის შესახებ „პირველ არხს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ეკა ადამიამ განუცხადა.

„ხილ-ბოსტნის მაღაზიის პატრონი ჰყვება, ბავშვი მშობლებმა მაშინვე აცრეს“ – რა ინფორმაცია ვრცელდება ბავშვზე, რომელიც ცოფიანმა ძაღლმა გაკაწრა

მისი ინფორმაციით, ბავშვს ვაქცინაცია დაწყებული აქვს, რადგან გაკაწვრის შემდეგ, მშობლებმა შესაბამისი ზომები მიიღეს.

ცნობისთვის, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მკვდარ მიუსაფარ ძაღლს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ცოფი დაუდასტურდა.