LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვს უნდა იქ ცხოვრება, გამეპარებოდა და ნანგრევებში ტიროდა! ჩამოშლილი სახლი რომ დავინახე, გონება დავკარგე“ – გია შომახია

264
BeFunky-collage

გუდაურში დაღუპული მაშველი კახა ტორჩინავა, ბათუმში სამაშველო ოპერაციებში ჩართული და მას რამდენიმე ადამიანი ჰყავს გადარჩენილი, მათ შორის გია შომახიას შვილი.

გია შომახია, რომელმაც ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად, მეუღლე და 12 წლის შვილი დაკარგა, გადაცემას „ღამის პრაიმ-თაიმი“ სტუმრობდა, სადაც ტრაგიკული დღე გაიხსენა.

„დაშლილი სახლი, რომ დავინახე. მეხსიერება დავკარგე. მაშველები ტიროდნენ და მაშინ აღმიდგა მეხსიერება. მინდა ბიჭებს მადლობა ვუთხრა, აქ ყველა გმირები არიან და დიდი მადლობა მათ.

ბათუმში ცხოვრება მე ძალიან მიჭირს, ბავშვს უნდა იქ ცხოვრება, გამეპარებოდა და იქ ნანგრევებში ტიროდა, იქ უნდა ბავშვს, სხვაგან არ უნდა, შეიძლება სწორიც არის.

ერთი ადამიანის გადარჩენა პატარა ქვეყნისთვის წარმოიდგინეთ რამხელა რამეს ნიშნავს და ასეთი კაცი რომ დაიღუპება ერის ტრაგედიაა, მე ამ ხალხს ყველას გმირებად ვუყურებ, გმირები ხართ ხალხნო“, – თქვა გია შომახიამ.

“გიორგი იყო ჩემი საფიცარი, ერთადერთი ბიჭი, არ ვიცი, როგორ გავაგრძელო ცხოვრება” – გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული მაშველის დედა შვილთან ბოლო საუბარს იხსენებს

“უფალმა ორი შვილი ერთად წამართვა და არ მჯეროდა, რომ კიდევ მესამეს წამართმევდა” – გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული მაშველის, კახა ტორჩინავას დედა ტრაგედიის დღეს იხსნებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები