LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვმა დაბადებიდან რამდენიმე წუთში გაიარა (ვიდეო)

105

ბავშვი, რომელმაც დაბადებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ექთნების დახმარებით გავლა შეძლო, ინტერნეტსენსაციად იქცა.

ვიდეოს „ფეისბუქზე“ 72 მილიონი ნახვა და 1.6 მილიონი გაზიარება აქვს. თუმცა, ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი მის ავთენტურობას საეჭვოდ მიიჩნევს.

ბავშვი ბრაზილიაში დაიბადა და ვიდეოში ექთანი ამბობს, რომ დაუჯერებელია, რასაც საკუთარი თვალებით უყურებს :

„ღმერთო ჩემო, გოგონა დადის!“

ექთანი განმარტავს, რომ ცდილობდა ბავშვი ებანავებინა, თუმცა ახალშობილი არ დაემორჩილა და სცადა, გაევლო.

ბავშვები, როგორც წესი, 12 თვემდე არ იწყებენ სიარულს, მანამდე ისინი ხოხავენ, სწავლობენ ჯდომას… თუმცა, ბავშვს დაბადებიდან აქვს რეფლექსი – იმის მიუხედავად, რომ მას არ შეუძლია საკუთარი წონის დაძვრა, თუ ხელში დაიჭერთ და ტერფები რამის ზედაპირს შეეხება, ცდილობენ, გაიარონ.

სავარაუდოდ, სწორედ ეს ჩანს ვიდეოზეც, რომელმაც მსოფლიო გააოგნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები