LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვის გაკაჟება პირველ რიგში არის ხელ-პირის დაბანა ცივი წყლით, სველი ტილოთი დაზელვა, ცივი შხაპი“ – ყარამან ფაღავა

353
karamanfagava

პროფესორმა ყარამან ფაღავამ ვრცლად ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია გაკაჟება ბავშვთა ასაკში, რათა ბავშვის ორგანიზმი ნებისმიერ ვირუსულ ინფექციას მდგრადი იმუნიტეტით შეხვდეს.

„მე არ ვიტყოდი, რომ კოვიდი ბავშვის ჯანმრთელობისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა, მაგრამ მასობრიობის გამო ყველაზე პრიორიტეტულია. მე არ ვილაპარაკებ, რომ აცრები საჭიროა. ყველა ამას ამბობს. მე არ ვილაპარაკებ ეს მესამე ტალღაა თუ მეოთხე. არც ვერკვევი ამაში წესიერად. იმუნოლოგიურ ასპექტებზე პრაქტიკოსი ექიმის პოზიციიდან ვიტყვი, ერთი ამბავია ინფექცია დაგემართება თუ არა, მეორეა, როგორ გაუმკლავდები მას. აქცენტი პირველ ყოვლისა ამაზე უნდა გაკეთდეს. დაუკვირდით, სულ უფრო მსუბუქად მიმდინარეობს ვირუსი. ყველა კი არ მძიმდება. ეს არის საინტერესო ნიუანსი. საზოგადოებას ვურჩევდი, რომ ვიყოთ იმუნურად მდგრადი. პირველ რიგში, გაკაჟება, გაკაჟება, გაკაჟება.

ბავშვის გაკაჟება, პირველ რიგში, არის ხელ-პირის დაბანა ცივი წყლით, ოთახის განიავება, სველი ტილოთი დაზელვა, ცივი შხაპი. ცივი შხაპი 3-4 წლიდან უკვე შეიძლება. ეს უნდა მოხდეს თანდათანობით. ერთბაშად კი ნუ ჩავაგდებთ ბავშვს. პატარა ბავშვი ვისაც ჰყავს აბაზანა უნდა იყოს 37 გრადუსის ნაცვლად 33 გრადუსი. აქაც თავისი წესებია. ამას უნდა შევაჩვიოთ საფეხურებით“, – განაცხადა ყარამან ფაღავამ პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები