LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვის დაბრუნება სურს“– ვრცელდება ახალი ინფორმაცია ქართველ ქალზე, რომელმაც იტალიური მედიის ცნობით, ახალშობილი შვილი ნაგავსაყრელზე დატოვა

538
medium-2023-08-15-458f5ea60f-2023-08-16_13-06-48_097140

იტა­ლი­ა­ში, ტა­რან­ტოს ნა­გავ­საყ­რელ­თან და­ტო­ვე­ბუ­ლი ბავ­შვის დე­დამ შვი­ლის მი­ტო­ვე­ბა გა­და­ი­ფიქ­რა. ინ­ფორ­მა­ცი­ას იტა­ლი­უ­რი მე­დია ავ­რცე­ლებს. ბოლო ცნო­ბე­ბით, ქარ­თველ­მა ქალ­მა გა­და­წყვი­ტა, ჩვი­ლი, რო­მელ­საც ად­გი­ლობ­რივ­მა ექი­მებ­მა ლო­რენ­ცო და­არ­ქვეს, თა­ვად გა­ზარ­დოს.

ქალი ადგილობრივი კლინიკიდან უკვე გა­წე­რეს. ის ად­ვო­კატ­თან ერ­თად, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში აპირებს მისვლას.

როგორც მე­დია წერს, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, და­უბ­რუ­ნე­ბენ თუ არა დე­დას მი­ტო­ვე­ბულ ჩვილს. პო­ლი­ცია საქ­მეს არას­რულ­წლოვ­ნის მი­ტო­ვე­ბის­თვის ამ დრომ­დე აწარ­მო­ებს. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ქალს ბავ­შვის მკვლელობის მცდელობა და­უ­დას­ტურ­დე­ბა, შესაძლოა დააპატიმრონ.

იტალიური მედია ქვეყანაში არსებულ კანონმდებლობაზეც მიუთითებს და აღნიშნავს, რომ კა­ნო­ნი უფ­ლე­ბას აძ­ლევს დე­დას, არ აღი­ა­როს ბავ­შვი. ამ შემ­თხვე­ვა­ში ლო­რენ­ცოს და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა­ში ჩა­ი­წე­რე­ბა, რომ ის „ანო­ნი­მუ­რი დე­დის­გან გაჩ­ნდა“.

ამასთან, იტალიური მედია აღნიშნავს, რომ იტალიაში მოქმედებს პროექტი, ე.წ „სიცოცხლის აკვანი“, რომლის თაობაზეც ქართველს ქალს დიდი ალბათობით ინფორმაცია არ ჰქონდა, თორემ მსგავს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ მი­ი­ღებ­და. ეს არის ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს გა­ჭირ­ვე­ბულ დე­დებს, უსაფრ­თხოდ და­ტო­ვონ ახალ­შო­ბი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მზრუნველობის ქვეშ.

იტალიური მედიის ცნობით, ნა­გავ­საყ­რელ­თან მი­ტო­ვე­ბუ­ლი ახალ­შო­ბი­ლის დედას, რომელიც 23 წლისაა, სამსახურის დაკარგვის შიში ჰქონდა. ქალი ერთ-ერთ ოჯახში აღმზრდელად ცოტა ხნის წინ აიყვანეს და როგორც თავად ამბობს, ეშინოდა, რომ ჩვილის გამო სამსახურს დაკარგავდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები