LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ბავშვის დაბადება ცხოვრების მთავარი მოვლენაა” – ცნობილმა ფოტოგრაფმა ძუძუთი კვებას ფოტოსერია მიუძღვნა

190
page

ცნობილი ფოტოგრაფის, ვინსენტ ფერანის ფოტოების ახალი სერია „რძიანი გზა“ ძუძუთი კვების მნიშვნელობას ეძღვნება. ფერანის ნამუშევრები, რომლებიც სადღაც მოდურ ფოტოგრაფიასა და სამოყვარულო კადრებს შორის მერყეობს, განსაკუთრებით ინტიმურ მომენტებს, დედის მიერ ჩვილის ძუძუთი კვებას ასახავს.

რამდენიმე ფოტო ასოციაციებს აჩენს რენესანსის ხანის ცნობილ „მადონებთან“. ფოტოგრაფმა თავისი ფოტოების სერია „რძიანი გზა“ სამყაროს შექმნის ბერძნულ მითს დაუკავშირა. თუმცა ფერანი სულაც არ ცდილობს, რომ ფოტოებზე ცხოვრების მხოლოდ ერთი, რომანტიკული მხარე გამოხატოს. მათზე შესაძლებელია მთელი იმ ქაოსის დანახვაც, რაც წყვილის ცხოვრებაში ახალი სიცოცხლის შემოსვლას მოაქვს… დაღლილი სახე, უძინარი თვალები, არეული ოთახი… დეტალები ხაზს უსვამს ახალბედა მშობლების ყოველდღიურ სირთულეებს.

,,ბავშვის დაბადება ცხოვრების მთავარი მოვლენაა. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამისთვის მომზადება შეიძლება, მაგრამ რეალურად ეს ნამდვილი რევოლუციაა. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ძუძუთი კვება  დედასა და შვილს შორის არსებული უხილავი კავშირის ხილული დასტურია, რომელსაც ერთის მხრივ დიდი ძალა და ემოცია მოაქვს, მაგრამ მეორეს მხრივ ის რთული და დამღლელიც არის დედისთვის. ვეცადე ამ მოვლენის მიმართ ჩემი დამოკიდებულება ფოტოებში გადმომეცა.“ – განუცხადა ფოტოგრაფმა ერთ-ერთ გამოცემას.


 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები