LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვი სასტიკად იყო ნაცემი, ვითხოვთ, ბრალდებულის გარდა მეორე ქალბატონის დასჯასაც – ბათუმში მოკლული ბავშვის ძიძა

146

ბავშვი სასტიკად იყო ნაცემი, ვითხოვთ მეორე ქალბატონის დასჯასაც, – ამის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის ძიძამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც თამარ ახალაძემ განმარტა, მკვლელობის დროს ეჭვმიტანილთან ერთად კიდევ ერთი ქალბატონიც იმყოფებოდა.

„ჩემი რძალი ორი თვიდან ზრდიდა ბავშვს, ამ გოგოს ხშირად მიჰყავდა. დედამ დაგვირეკა, სასეირნოდ მიდიან და ბავშვი მიუყვანეთო. სამ დღეში უნდა დაებრუნებიათ. აღარ მოგვიყვანეს. ვკითხულობდით სულ, ბავშვს რატომ არ აბრუნებდნენ. დედამ იცოდა და გვეუბნებოდა, მე თვითონ მოვიყვან, რომ დავრუნდები საქართველოშიო. ბავშვი იყო სასტიკად ნაცემი, უნდა დაისაჯოს მეორე ქალიც ვინც წაიყვანა, იქ ცხოვრობდა ესეც. ბავშვს ორივე სცემდა,” -განაცხადა თამარა ახალაძემ.

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული უზბეკეთის მოქალაქე სარა მირბობოიევა მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს, ხოლო წარმოდგენილ მტკიცებულებებს სადაოდ მიიჩნევს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მკვლელობაში ბრალდებულს 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ელის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები