LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვი, რომელიც ეხება მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, არ შეიძლება მომავალში ცუდი ადამიანი იყოს – ბოლქვაძემ სკოლებში მუსიკალური აღზრდის საკითხი დააყენა

67
ელისო 22

პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე უმრავლესობის წევრები განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატს მიხეილ ჩხენკელს უსმენენ.

განათლების უწყვეტობის და ხარისხის უზრუნველყოფა მოხერხდა: ჩხენკელი დისტანციური სწავლების პროცესზე

ელისო ბოლქვაძე  დაინტერესდა, რა გეგმა აქვს სამინისტროს სკოლაში მუსიკალური განათლების დანერგვის კუთხით.

„ვფიქრობ, სკოლაში მუსიკალური აღზრდაც უნდა შემოვიდეს პროფესიონალურად. შეიძლება უმაღლეს დონეზე არ იყოს ყველა სკოლაში, მაგრამ ბავშვი, რომელიც ეხება მუსიკასა და მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, ის არ შეიძლება მომავალში ცუდი ადამიანი იყოს“, –  აღნიშნა ბოლქვაძემა.

ბოლქვაძის თქმით, ფიზიკურ აღზრდასთან ერთად აუცილებელია, სკოლებში მუსიკალური აღზრდაც დაინერგოს. პიანისტი დარწუნებულია, რომ ამის პოტენციალი ქართულ სკოლებში არის.

„საქართველოში არის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა, განსაკუთრებით, მუსიკის მიმართულებით. საფორტეპიანო დარგში რესურსები არის ძალიან ბევრი და დაინტერესება. ასევე, მევიოლინეებიც არიან და ა.შ. როგორ შეიძლება სკოლებში მუსიკალური განათლების გადახედვა და მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება? თუ არის ჩანიშნული ეს საკითხი? თუ იცით ამის შესახებ და თუ არის რაიმე ბერკეტები იმისა, რომ ეს გაკეთდეს მაღალ პროფესიულ დონეზე, სწორედ ახალგაზრდებისა და მომავალი თაობისთვის. რადგან მძიმე პრობლემებია როგორც იდეოლოგიური, ასევე პროფესიონალური. ეს აზიანებს ბავშვების კრეატივს, მათი ნიჭის გამოვლენას და თვითგანვითარებას. მართლაც არის საქართველო ნიჭიერი ადამიანების ქვეყანა. როგორც ამბობდნენ სწორედ ფიზიკური აღზრდა უნდა შემოვიდეს სკოლებში და ასევე, მე ვფიქრობ, რომ მუსიკალური აღზრდაც უნდა შემოვიდეს პროფესიონალურად. შეიძლება უმაღლეს დონეზე არ იყოს ყველა სკოლაში, მაგრამ ბავშვი, რომელიც ეხება მუსიკასა და მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, ის არ შეიძლება მომავალში ცუდი ადამიანი იყოს”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ელისო ბოლქვაძემ განაცხადა, რომ თუ პარლამენტი როიალს შეიძენდა, ის დიდი სიამოვნებით დაუკრავდა. დიდი ალბათობით პარლამენტი როიალს არ იყიდის, რადგან ვიცე-სპიკერმაგია ვოლსკიმ ამ თემაზე დასმულ კითხვას „იუმორით“ უპასუხა.

თუკი პარლამენტი როიალის შეძენას იფიქრებს, მეც დავუკრავ: ელისო ბოლქვაძე

არსებობს მოსაზრება, რომ „ტვ პირველში“ სატანისტური ორგიები იმართება: ვოლსკი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები