Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„ბავშვი კოვიდის გადატანის შემდეგ არ საჭიროებს არანაირ კვლევებს, თუ ის არ იწვა კლიკინაში“-  თემურ მიქელაძე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვი კოვიდის გადატანის შემდეგ არ საჭიროებს არანაირ კვლევებს, თუ ის არ იწვა კლიკინაში“-  თემურ მიქელაძე

884
miqeladze

,,ბავშვებს პოსტკოვიდი პრაქტიკულად არ აქვთ. მათ ვირუსი საბედნიეროდ გადააქვთ მსუბუქად“ – პედიატრმა თემურ მიქელაძემ ვრცლად ისაუბრა პოსტკოვიდურ პერიოდზე ბავშვებში და განმარტა, როდის არის საჭირო კვლევების ჩატარება:

,,განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო კვლევები, რომელიც აბსოლუტურად ინვაზიურია ბავშვისთვის, ზედმეტი ტრავმის მომცემია. ბავშვი კოვიდის გადატანის შემდეგ არ საჭიროებს არანაირ კვლევებს, თუ ის არ იწვა კლიკინაში. მე 6000-ზე მეტი პაციენტი გავატარე და 57 ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა მქონდა. ეს ძალიან დაბალი რიცხვია. ამ 57 შემთხვევაშიც იყო წლამდე ასაკი, მაღალი ცხელება. უფრო მეტი იყო, როდესაც მშობელი იყო პანიკაში და თვითონ უნდოდა ბავშვის კლინიკაში გადაყვანა. ა​ხლა მეტ-ნაკლებად ცდილობენ, რომ პაციენტები ბინაზე იმართონ. უფრო მეტია ბავშვებში გავრცელება. თუ მაშინ გვქონდა 10 %, ახლა 20%-ს გადასცდა და 25-30%-ზეც კი ადის ზოგიერთ დღეებში. ყველა ჰოსპიტალიზებული რომ იყოს, როგორც ადრე ხდებოდა, არცერთი პედიატრიული კლინიკა ამას არ ეყოფოდა.” – განაცხადა თემურ მიქელაძემ გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“.