LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვებზე ზრუნვა სახელმწიფოს პრიორიტეტი, მოვალეობა და პასუხისმგებლობაა: ეკატერინე ტიკარაძე

54
ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გივი ჟვანიას სახელობის კლინიკის ბაზაზე, ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე შშმ ბავშვთა სერვისი შეიქმნა, სადაც სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი შშმ ბავშვები საჭიროებაზე მორგებულ სამედიცინო და სოციალურ მომსახურებას მიიღებენ.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლის დროს განაცხადა, შშმ ბავშვთა დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვა გრძელდება, რის შედეგადაც, მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნდებიან, რიგ შემთხვევაში კი მინდობით აღზრდაში და მცირე საოჯახო ტიპის სახლებში გადანაწილებიან:

“აღნიშნული სერვისის შექმნაში ჩვენ მნიშვნელოვნად გვეხმარება ამერიკის მთავრობა და ადგილობრივი საქველმოქმედო ფონდები, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. ბავშვის უფლებათა კოდექსში გათვალისწინებული პრინციპებიდან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის გაძლიერება.

საყურადღებოა, რომ ქვეყანაში არ არსებობდა სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ბავშვების მხარდაჭერას. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2021 წლიდან ჩამოყალიბდა საჭირო სერვისი, რომელიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება.

სახელმწიფო ზრუნვის გაუმჯობესების პარალელურად, ჩვენი მთავარი მიზანია, ოჯახების გაძლიერება, რათა ყველა ბავშვი იზრდებოდეს ოჯახში და მშობელს სოციალური პრობლემების გამო არ უწევდეს შვილებისგან დისტანცირება.” – განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, სამინისტრო ამ მიმართულებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, გასულ წელს კი უწყებამ სახელმწიფო ზრუნვიდან მათ ბიოლოგიურ ოჯახებში 105 ბავშვი დააბრუნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები