LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვებში შემთხვევებმა განსაკუთრებით იმატა და ბოლო ორი დღეა, პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება გვიწევს: თამარ გაბუნია

52
გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ბავშვებში ინფიცირების შემთხვევებმა განსაკუთრებით იმატა და ბოლო ორი დღის განმავლობაში, პედიატრიული საწოლების დამატებითი მობილიზება ხდება. აღნიშნული განცხადება მინისტრის მოადგილემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

მისი განმარტებით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული „დელტა“ შტამის შემთხვევა 72-ია.

„ბავშვთა ასაკის მოსახლეობაში განსაკუთრებით იმატა შემთხვევებმა და ბოლო ორი დღეა ჩვენ პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება გვიწევს, რაც კორონავირუსით ინფიცირების სხვა ტალღების შემთხვევაში საჭირო არ ყოფილა“, – დასძინა გაბუნიამ.

ისევ მოგვიწევს გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე ვიმუშაოთ, ამაზე დავიწყეთ უკვე ფიქრი: თამარ გაბუნია

დადებითობის მაჩვენებელი 4.53 %, თბილისში გამოვლინდა 813 შემთხვევა, გარდაიცვალა კიდევ 11 პაციენტი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები