LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვებში, ომიკრონის შემთხვევაში, მკვეთრად შემცირებულია პოლისისტემური ანთებითი სინდრომი და პნევმონიის განვითარების რისკი“ – ეკა უბერი

261
ekauberi222

პედიატრმა ეკა უბერმა ბავშვებში ომიკრონის მიმდინარეობის თავისებურებაზე ისაუბრა.

ეს უკვე დამტკიცებულია, რომ ბავშვებში ომიკრონის შემთხვევაში, მკვეთრად შემცირებულია პოლისისტემური ანთებითი სინდრომი და პნევმონიის განვითარების რისკი. კი ბატონო, ვეთანხმები მშობლებს, რომ ნამდვილად მაღალი ტემპერატურით მიდის ომიკრონი, მაგრამ სწრაფად ექვემდებარება სიცხის დამწევს. 2-3 დღის განმავლობაში გრძელდება ეს სისტემური რეაქცია, რომელიც შემდგომში, შესაძლებელია, მსუბუქი სპაზმური ხველით გართულდეს, სულ ეს არის როგორც წესი ჯანმრთელ ბავშვებში ომიკრონის მიმდინარეობა.

გართულების მიზეზად ისევ რჩება თანმდევი დაავადებები, ქრონიკული დაავადებები, ნერვული სისტემის დაზიანებით მიმდინარე მდგომარეობები, რაც რა თქმა უნდა, ართულებს და ზრდის სტაციონარში მოხვედრის რისკებს. რატომ გადააქვთ ბავშვებს შედარებით მსუბუქად? საუბარია თანდაყოლილ იმუნურ სტატუსზე და იმ ვაქცინების ეფექტზე, რომლებიც ჩვეულებრივ გეგმიურად ტარდება 2 თვის ასაკიდან. აქ აღსანიშნავია ჯვარედინი რეაქცია, რომელმაც შესაძლებელია, ომიკრონის დროს,  დამცველობითი რეაქციის სახით იმუშაოს“, – ამ თემაზე ეკა უბერმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები