LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბავშვებში ინფიცირება მომატებულია” – რა შემთხვევაში დაიწყება საქართველოში ბავშვების ვაქცინაცია

198
ბავშვების ვაქცინაცია

„რა თქმა უნდა, ბავშვებთან დაკავშირებით საჭიროა მაქსიმალური ყურადღება. ჩვენ ვხედავთ, რომ ბავშვებში მომატებულია ინფიცირება. მნიშვნელოვანია მშობლები მაქსიმალური ყურადღებით მოეპყრონ რეგულაციებს, დაიცვან შვილები,“– ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ მსოფლიო პრაქტიკა ბავშვების ვაქცინაციასთან მიმართებაში გადაწყვეტილებას მიიღებს, ამ გადაწყვეტილებას საქართველოც შეუერთდება.

„დღეს ეს არის ერთადერთი ბერკეტი, რითაც ჩვენ ბავშვების დაცვა შეგვიძლია. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ეცდება, ინფექცია იყოს იმდენად სტაბილური, რომ ბავშვებს საშუალება მიეცეთ განათლება სკოლაში მიიღონ,“- თქვა ჯანდაცვის მინისტრმა და იქვე დასძინა, რომ ამაზე მსჯელობა შედარებით ადრეა, რადგან აგვისტოს დასაწყისია, სწავლა კი, 15 სექტემბრიდან იწყება.

ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე – როგორ შეაფასებს მედიკოსების განცხადებას, რომ მათ არჩევანის გაკეთება უწევთ მძიმე და ნაკლებად მძიმე პაციენტებს შორის, მინისტრმა უპასუხა, რომ რასაც ექიმები აცხადებენ, რომ „ვახდენთ პაციენტების არჩევას და იმ პაციენტების ჰოსპიტალიზაციას მხოლოდ, რომელსაც კრიტიკულად სჭირდება, ეს არის ფაქტი. ჰოსპიტალიზაციის პროცენტი, რომელიც გვაქვს, ამას მიუთითებს.“

გუშინ კი, მინისტრმა თქვა, რომ ბავშვების ტალღა თითქმის გადავიარეთ, რადგან გაცილებით  მძიმე პაციენტები დაახლოებით 2 კვირის წინ გვყავდა.