LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვებს, რომლებიც ბევრ დროს ატარებენ მამებთან, შედარებით მაღალი IQ აქვთ

960
father-and-son-quotes-tiger-shroff-1556202339

ნიუკასლის უნივერსიტეტის აკადემიკოსები მიიჩნევენ, რომ მშობლების მყარმა ჩართულობამ შეიძლება ბავშვებს კარიერის განვითარებაში ხელი შეუწყოს.

კვლევა 11 ათას ბრიტანელ ქალსა და მამაკაცზე ჩაატარეს. შემდეგ გაანალიზეს და დაასკვნეს, რომ იმ მამების შვილებს, რომლებიც შვილების ცხოვრებასა და აქტივობებში მუდმივად ჩართული იყვნენ, მაგალითად ძილის წინ უკითხავდნენ წიგნებს, თამაშობდნენ ფეხბურთს მათთან ერთად და ა.შ. ჰქონდათ უფრო მაღალი IQ, ვიდრე ბავშვებს, რომლებიც საერთოდ არ ატარებდნენ დროს მამებთან. კვლევა შეეხო 1958 წელს დაბადებულ მამებს, კვლევაში ჩართული იყვნენ მათი შვილები.

მკვლევარებმა ისიც დაასკვნეს, რომ მამების გვერდით ყოფნა და ჩართულობა ბავშვისთვის სამომავლო კარიერასაც განსაზღვრავს.

 

დოქტორი დანიელ ნეტლი, კვლევის ლიდერი:

”ის, რაც გასაკვირი იყო ამ კვლევაში, არის მნიშვნელოვანი განსხვავება ბავშვების პროგრესს შორის. ჩვენ თვალსაჩინოდ ვნახეთ 30 წლის შემდეგ რა შედეგი დადეს ბავშვებმა, რომელსაც მშობლის და კერძოდ მამის მხარდაჭერა ჰქონდათ და ბავშვებმა, რომლებიც ამ მხარდაჭერის გარეშე იზრდებოდნენ”.

ჯონ დევისი, მოძრაობა „ოჯახებს სჭირდება მამა“ აღმასრულებელი დირექტორი , მხარს უჭერს კვლევას და ამბობს:

”ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი კვლევები მთავრობებს მიახვედრებს, რომ დანგრეული ოჯახების შემთხვევაში, მამის ჩართულობა ბავშვის განვითარებაში ისევე მნიშვნელოვანია, როგორც დედის. ბავშვს ორივე მშობელი თანაბრად სჭირდება“, – ამბობს ჯონ დევისი.

 

კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალ Evolution and Human Behaviour-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები