LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვებო! ახლა თუ ცხვირს ჩამოუშვებთ მაშინ დამარცხდებით! თქვენ ღირსეულად წარსდექით მთელი ევროპის წინაშე და სიამაყის ჟინი გაგვიღვიძეთ!“ – ვაჩე ღვინიაშვილი ანასტასია ვასაძეს, ნიკოლოზ ხარატს და ოთო ბაზერაშვილს მიმართავს

7954
Untitled design (1)

მომღერალი ვაჩე ღვინიაშვილი საქართველოს სახელით, საბავშვო ევროვიზიის მონაწილეებს ანასტასია ვასაძეს, ნიკოლოზ ხარატს და ოთო ბაზერაშვილს მიმართავს და წერს, რომ ისინი უკვე გამარჯვებულები არიან, რადგან ღირსეულად წარდგნენ ევროპის წინაშე.

ვიდეო: „ჩვენთვის სცენაზე დგომა და საქართველოს წარდგენა უკვე გამარჯვებაა“ – ანასტასია ვასაძის, ოთო ბაზერაშვილის და ნიკოლოზ ხარატის მიმართვა

„ბავშვებო! ახლა თუ ცხვირს ჩამოუშვებთ მაშინ დამარცხდებით! თქვენ გვასახელეთ, ღირსეულად წარსდექით მთელი ევროპის წინაშე და სიამაყის ჟინი გაგვიღვიძეთ! თქვენ გამარჯვებულები ხართ! გვეამაყებით! საქართველოს გაუმარჯოს??? Nikoloz Kharati, Anastasia Vasadze, Oto Bazerashvili ?“, – წერს ვაჩე ღვინიაშვილი.

ცნობისათვის, მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე მე-14 ადგილზე გავიდა და 74 ქულა მიიღო.

ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული კი ზედიზედ მეორედ, 228 ხმით, საფრანგეთი გახდა.

 

ბავშვებო! ახლა თუ ცხვირს ჩამოუშვებთ მაშინ დამარცხდებით! თქვენ გვასახელეთ ,ღირსეულად წარსდექით მთელი ეროპის წინაშე და…Posted by Vache Gviniashvili on Sunday, November 26, 2023