24-25 დეკემბერს თბილისი მოლში უსაფრთხო ქალაქი მოეწყობა. ღონისძიებები დაიწყება დღის 12:00 საათზე და გაგრძელდება 22:00 საათამდე.
ბავშვები შეძლებენ ველოსიპედების მართვის მოწმობები აიიღონ. ბავშვებს მოუწევთ ჩააბარონ ე.წ. თეორიული გამოცდა. თითო ბილეთში ორი კითხვა იქნება, რომლებიც განკუთვნილია 6-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ამის შემდეგ ბავშვები გადავლენ პრაქტიკულ ნაწილზე და გამოცდის ჩაბარების შემდეგ აიღებენ მართვის მოწმობას.
სპორტულ ზონაში მოეწყობა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ბანერი, რომლის წინ განთავსდება კვარცხლბეკი, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ სურათები გადაიღონ, ზონა შემოსაზღვრული იქნება ფერადი ბორბლებით.
მოეწყობა საბავშვო პროექტი ”კოსმოსური ხომალდი”, სადაც ბავშვებს დახვდებიან 112-ის ოპერატორები ფუტურისტული იმიჯით და სხვადასხვა კომპიუტერული თამაშების გამარჯვებულებს შეახვედრებენ ხომალდის კაპიტანს, რომელიც ბავშვებს გადასცემს უნივერსალურ საშვს.
ასევე წარმოდგენილი იქნება ”დაცული სახლი”, რომელიც აღჭურვილია ყველა იმ თანამედროვე საშუალებით, რითიც დაცვის პოლიცია ოპერირებს. იქნება სახატავი კუთხე, ასაკი შეზღუდული არ არის, დარიგდება სხვადასხვა სუვენირები და იქნება მთავარი პრიზი, ეს არის ერთი დღე დაცვის პოლიციელად.
ტერიტორიაზე იქნებიან ანიმატორები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბავშვების გართობას.
ეკატერინე მაღლაკელიძე